Ჯერ გაეცანით მომხმარებლის სახელმძღვანელოს!

ძვირფასო მომხმარებელო,

გმადლობთ, რომ აირჩიეთ Beko-ს მოწყობილობა.

ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებთ თქვენს მოწყობილობას, რომელიც დამზადდა მაღალი ხარისხით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამიტომ, გთხოვთ, მოწყობილობის გამოყენებამდე ყურადღებით და სრულად წაიკითხოთ მოცემული მომხმარებლის სახელმძღვანელო და ყველა სხვა თანმხლები დოკუმენტაცია.

გაითვალისწინეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ყველა გაფრთხილება და ინფორმაცია. ამგვარად შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს მოწყობილობას.

შეინახეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. მოწყობილობის სხვა პირისთვის გადაცემის შემთხვევაში გადაეცით მას მოცემული მომხმარებლის სახელმძღვანელოც. მომხმარებლის სახელმძღვანელოში აღწერილია გარანტიის პირობები, მოწყობილობის გამოყენების წესები და გაუმართაობების აღმოფხვრის მეთოდები.

სიმბოლოები და განმარტებები

მომხმარებლის სახელმძღვანელოში გამოიყენება შემდეგი სიმბოლოები:

საფრთხე, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი ან სხეულის დაზიანება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან სასარგებლო რჩევები გამოყენებასთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.

გადამუშავებადი მასალები.

გაფრთხილება ცხელი ზედაპირის შესახებ.

გაფრთხილება

საფრთხე, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მოწყობილობის ან გარემოს დაზიანება.